სფერო და აკრედიტაცია

შპს „ინსპექტა“ არის სამშენებლო ინსპექტირების ორგანო, რომელიც აკრედიტირებულია ISO/IEC 17020 სტანდარტის შესაბამისად. აკრედიტაციის მოქმედი სფეროს დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გარდა აკრედიტირებული მიმართულებებისა, კომპანია ასევე ეწევა კანონმდებლობით გათვალისწინებულ არააკრედიტირებულ საქმიანობას.

ჩვენი საქმიანობისა და ინსპექტირების სფეროები:

1. შენობა-ნაგებობებისა და ხიდების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება

-სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობები;

-ხიდები;

-შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები.

2. საინჟინრო ქსელებისა და სისტემების ინსპექტირება

-ელექტროქსელები და სისტემები (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით);

-გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელები და სისტემები;

-წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების სისტემები;

-აღნიშნულ ქსელებზე შესრულებული სამშენებლო, სარემონტო, სამონტაჟო, სადემონტაჟო, სარეკონსტრუქციო და სარესტავრაციო სამუშაოები.

3. შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება

-ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება (მათ შორის, ფორმა #2-ის მიხედვით).

4. ტექნიკური ზედამხედველობა და ინსპექტირება

-სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა შემდეგი მიმართულებებით:

-სამრეწველო და სამოქალაქო შენობა-ნაგებობები;

-ხიდები და ჰიდროტექნიკური ნაგებობები;

-საავტომობილო გზები და აეროდრომები;

-ელექტროქსელები და სისტემები (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენები;

-გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და წყალარინების ქსელები და სისტემები.

5. პროექტების ინსპექტირება